კომაროვის სკოლის გუნდებმა ინტელექტუალური შეჯიბრში „რა? სად? როდის? პირველი და მესამე ადგილი დაიკავეს!
- 25 აპრილი, 2017
ვაკის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით, რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.
წესების თანახმად, ჟიურიმ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოავლინა. I და III ადგილებზე კომაროვის სახელობის სკოლის გუნდები გავიდნენ, II ადგილი კი ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და წიგნების მაღაზიების სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.

კომაროვის სკოლის I ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: გიორგი გრიგოლია, დემეტრე ფიფია, ნიკო გიორგაძე, დიმიტრი ბერაძე, ლაშა ბანძელაძე, დავით სოლომნიშვილი.
კომაროვის სკოლის III ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: თეკლე დოლიძე, ალექსანდრე ღონიაშვილი, ლუკა კალატოზიშვილი, ავთანდილ გონგაძე, საბა ბირკაძე, ნიკოლოზ ადეიშვილი.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.